ივნისი 05 2023

სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის მიხედვით, დღეის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის 94.7%-ია მოცული და პროგრამის დაწყებიდან დღემდე 3 მილიონ მოქალაქეს 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა 7 მილიარდი ლარით დაუფინანსდა.


ივნისი 05 2023

ინტენსიური ძალისხმევა იქნა მიმართული ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაღრმავებისაკენ, მათ შორის, დეოკუპაციის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, ნატო-ში ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.


ივნისი 01 2023

ოპოზიცინერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა და დაწერა, რომ ზელენსკის არ უხსენებია საქართველო ბელარუსის კონტექსტში.


ივნისი 01 2023

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6396 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5972 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0424 ლარი შეადგინა.


ივნისი 01 2023

„თუ სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის მოსახლეობის ბედზე ასე ზრუნავს, მაშინ საქართველოს მთავრობაზე ზეწოლა მოახდინოს, რომ მან სოხუმთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწეროს“, - ამის შესახებ სოხუმის მთავრობის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვიქტორია მალანიამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.


ივნისი 01 2023

პრეზიდენტისთვის საკუთარი უფლებამოსილებების გამოყენება არავის დაუშლია - მუქარა? მუქარა რითი?! რა რესურსით შეიძლება ვინმეს დაემუქრო?! მუქარებისა და ანგარიშსწორებების პერიოდი წავიდა, - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის პასუხად პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.


ივნისი 01 2023

რა გახდა კანდიდატობა, რომ არ გვაძლევენ. რა უნდათ ჩვენგან, რომელ სანქციებზე მელაპარაკებიან? - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.


ივნისი 01 2023

რა გახდა კანდიდატობა, რომ არ გვაძლევენ. რა უნდათ ჩვენგან, რომელ სანქციებზე მელაპარაკებიან? - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.


ივნისი 01 2023

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირის ოჯახშია. სწორი გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობის მისაღებია, რათა მოხდეს საჭირო რეფორმების იმპლემენტაცია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყებამდე განაცხადა,


ივნისი 01 2023

აშშ-ის რადიოსადგური Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსეთმა დიპლომატიას ომი არჩია, ამერიკა კი საქართველოსთვის მიცემული პირობის ერთგულია“, რომელშიც მოცემულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ექსკლუზიური კომენტარი რადიოს რედაქციის თხოვნასთან დაკავშირებით.


გვერდი 402 სულ 1371
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.