ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასები შემცირდეს, არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს ძირითადი პროდუქტები. ეს ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ხალხზე აისახება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ჩვენ, დიახ, მიწვეული ვართ 24 თებერვალს უკრაინაში, ჩვენი დელეგაციის გარკვეული პირები, თუმცა ჩვენ უარს ვამბობთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 24 თებერვალს უკრაინამ სხვა ქვეყნების დელეგაციებთან ერთად, საქართველოს დელეგაციაც მიიწვია, თუმცა, "ქართულმა ოცნებამ" წასვლაზე უარი თქვა.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, 2018-2021 წლებში უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა, ანუ ოთხ წელიწადში ქვეყნიდან მხოლოდ 29 ათასი ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
დიდი ხანია, საერთაშორისო ყურადღება კონცენტრირებულია უკრაინაზე, გასაგებია ეს ფაქტი. ეს ქმნის ახალ რისკებს ჩვენი რეგიონისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ საერთაშორისო ყურადღება ჩვენს რეგიონზეც, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენთან საჭიროა ბევრი რისკის მართვა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე – „მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ განაცხადა.
აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ერთად განვიხილეთ უსაფრთხოების გარემო ჩვენს რეგიონში და ვისაუბრეთ იმ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
რუსეთის აგრესიის შეჩერება შესაძლებელია, თუ უკრაინა საჭირო შეიარაღებას მიიღებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
19 თებერვლიდან 23 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, დაბლობსა და ბარში – წვიმის, ხოლო მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა, – ამის შესახებ ინფორამაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უამინდობის გამო ქუთაისში ქალბატონმა კლინიკის ეზოში იმშობიარა, - ინფორმაციას კლინიკა "ბომონდი" ავრცელებს. მშობიარემ, რომელმაც უამინდობის მიზეზით კლინიკაში დროულად მისვლა ვერ შეძლო, "კლინიკა ბომონდის, ეზოში იმშობიარა.
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტიზა დასრულდა.
