30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7153 ლარი ეღირება, ევრო – 2.8196 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2638 ლარი.
გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს პოლიტიკური მიმომხილველის მიოდრაგ შორიჩის სტატიას სათაურით „სანამ პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში იქნება, მშვიდობა არ დადგება“, რომელშიც გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესაძლებლობა.
დღეს აფხაზეთის ერთ-ერთი ულამაზესი და უმდიდრესი სოფელ კოჩარის აღებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღეს სოციალურ ქსელში ფსიქოთერაპევტი, ფილოსოფიის მაგისტრი ალექსი კვატანია იხსენებს:
პარტიაში იმდენად არაკომპეტენტურობის და გოიმობის ზეიმი აქვთ, რომ ერთმანეთის კონკურენტები ვინ არიან – მელია, ხაბეიშვილი, მუმლაძე და ახალი ფორვარდი გამოიკვეთა – ჭიაბერაშვილი, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.
ჰავაის კუნძულებზე მსოფლიოში უმსხვილესი აქტიური ვულკანი მაუნა ლოა ამოიფრქვა.
ვინმე თუკი ცდილობს, ქართველ ბიზნესმენებს ქართულ ეკონომიკაში თანხების ინვესტირებაზე ააღებინოს ხელი და დავით კეზერაშვილს საკუთარი შავი ფულის პოლიტიკაში ინვესტირებაში დაეხმაროს, მას საქართველოს მიმართ მტრული ზრახვები ამოძრავებს, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი აცხადებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ნიკა მელია იმსახურებს იმას, რასაც უკეთებენ.
საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა.
