სექტემბერი 30 2022

ვეუბნები ირაკლი კობახიძეს და რუსეთის ყველა აგენტს, ამ ქვეყანაში თქვენი ყველას ლუსტრაცია მოხდება, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. თქვენ მიერ მიტაცებულ სამშობლოს, ჩვენ, პროევროპელი ქართველი ხალხი არც ერთ შემთხვევაში არ დაგითმობთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.


სექტემბერი 30 2022

რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები შეიძლება გამოიძახონ, თუ მეორე პასპორტი რუსულია და პირი აკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს, - RTVI-ს ინფორმაციით, ამის შესახებ მათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.


სექტემბერი 30 2022

ქუთაისის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა ახალი სამსახური - ა(ა)იპ მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც ქალაქის მთელი ტერიტორიის მასშტაბით ახდენს სწრაფ რეაგირებას სხვადასხვა ფაქტებსა და პროცესებზე. ინსპექცია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით არის აღჭურვილი და შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც ევროპის დიდი ქალაქების ანალოგიურ სამსახურებს აქვთ დამკვიდრებული.


სექტემბერი 30 2022

ევროკავშირმა საბოლოოდ დაკარგა ავტონომია და უზარმაზარ ზარალს განიცდის იმის გამო, რაშიც აშშ-მა ჩაითრია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.


სექტემბერი 30 2022

გასულ წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა მთელ რიგ შემთხვევებში დამძიმდა და გაუარესდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც 2021 წლის ანგარიშს წარადგენს.


სექტემბერი 30 2022

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებებს უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „დამოუკიდებელ“ ტერიტორიებად აღიარების შესახებ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.


სექტემბერი 30 2022

მნიშვნელოვანია, ბელარუსი, რომელიც იყო არაღიარების პოლიტიკის ერთგული ქვეყანა, ამ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში დარჩეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თამჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტთან“ დაკავშირებით კითხვის პასუხად განაცხადა.


სექტემბერი 30 2022

სახალხო დამცველობის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.


სექტემბერი 30 2022

ირანში გასულ კვირას დაწყებული საპროტესტო აქციები გრძელდება. „როიტერი“ ადამიანის უფლებათა დაცვის ადგილობრივი ჯგუფების ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აქციებზე დაღუპულია სულ მცირე 83 ადამიანი.



გვერდი 556 სულ 1384
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.