სექტემბერი 29 2022

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8352 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8352 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8336 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.


სექტემბერი 29 2022

დავით კეზერაშვილის მიერ გავრცელებულ წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი. გვიდიანი ამბობს, რომ წერილი „ირონიის ყველაზე თავხედური გამოხატულებაა“ და აღნიშნავს, რომ კეზერაშვილის „გათეთრება“ ასე მარტივად ვერ მოხერხდება.


სექტემბერი 29 2022

ქუთაისში, „ევროპის მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის“ ეგიდით, ღონისძიება გაიმართა.


სექტემბერი 29 2022

როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს, იმ შემთხვევაში თუ ზამთარში ევროპაში ელექტროენერგია გაითიშა ან დენის მიწოდებაზე დაწესდება გრაფიკი, შესაძლოა, მობილურ ქსელებს პრობლემები შეექმნათ.


სექტემბერი 29 2022

აშშ-ის რადიოს „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ქართული სამსახური აქვეყნებს სტატიას სათაურით „რას ნიშნავს ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში“.


სექტემბერი 29 2022

29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა. თარიღი, ყოველწლიურად აღინიშნება, მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა  გულ-სისხლძარღვთა დაავადებების  რისკების შესახებ.


სექტემბერი 29 2022

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებული ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერა კრემლში ხვალ, 30 სექტემბერს გაიმართება. ცერემონიაში მონაწილეობას მიიღეს ვლადიმერ პუტინი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.


სექტემბერი 29 2022

ვგმობთ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ე.წ. ვიზიტს აფხაზეთში, როგორც უკიდურესად არასწორ და არამეგობრულ ნაბიჯს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს.


სექტემბერი 28 2022

საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო რეფერენდუმს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


სექტემბერი 28 2022

ჩვენი პარტია და საპარლამენტო ფრაქცია გამოდის ინიციატივით, რომ „ოკუპაციის შესახებ კანონში“ შევიდეს ცვლილებები, აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულებას. საოკუპაციო თანხის შენატანის თანხა ლარებში იქნება 1000 ლარის ოდენობით თითოეულ მოქალაქეზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.


გვერდი 557 სულ 1384
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.