ქუთაისის N14 საარჩევნო უბანზე "TV მედია ცენტრის" ჟურნალისტს, გიგა გელხვიიძეს სცემეს. ამის შესახებ მან განაცხადა, რომ დაპირისპირება ინციდენტს მოყვა, რა დროსაც კოორდინატორებს ამომრჩეველთა სიები წაართვა.
ხმა მივეცი საქართველოსთვის - ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე არცერთს ხმას არ მივცემ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 815 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 603 კვლევა ანტიგენის ტესტით და 24 212 PCR ტესტით.
მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში სამ ლიტრ ლიმონათს სვამს ეს კაცი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშილის შიმშილობასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ქუთაისში დილიდან ე.წ. კარუსელის დატრიალების და ფულის დარიგების შემთხვევები გამოვლინდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა. მან ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა შვილებთან ერთად საკუთარი არჩევანი მე-40 საარჩვენო უბანზე გააკეთა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას. ამის შესახებ სუს-ში ბრიფინგზე განაცხადეს.
“საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური მაჩვენებლიდან დაახლოებით 15% მოზარდებია. არსებული ვითარების გამო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო ძლიერი და აგრესიული უნდა ყოფილიყო.