არანაირი ნდობა არ გამაჩნია, რომ აღსრულდება მართლმსაჯულება, პროტესტის ნიშნად ვტოვებ დარბაზს, – განაცხადა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, მეგის ქარდავამ, რომლის ბრალდების საქმეზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
რუსეთი არ ცვლის გეგმებს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მადაგასკარის სამხრეთით, გლობალური კლიმატის ცვლილების გამო, ფართომასშტაბიანი შიმშილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს პრესსამსახური ავრცელებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესტიაში რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს ინფორმაცია განსაკუთრებით სასიხარულოა ადგილობრივი კერძო სექტორისთვის.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოძრაობის აკრძალვის შესახებ აფრთხილებს.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა დღევანდელ სტატისტიკას ეხმაურება და მას დასასრულის დასასწყისად აფასებს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 58 291 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 465 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 826 PCR ტესტით.
“ყველაფერი იდენტობით იწყება. ვინ არის თანამედროვე ქართველი?! ამ კითხვაზე საქართველოში ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ყველაზე ხშირად ასეთ პასუხს გაიგონებთ: ეს არის კაცი, რომლისთვისაც ყველაფერზე მაღლა დგას “ენა, მამული, სარწმუნოება”. თუმცა ეს ისე, ალბათ, სიტყვისთვის, თორემ ამ სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა, მეეჭვება ბევრს გააზრებული ჰქონდეს. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ტრიადა არც ილიას სიცოცხლეში ყოფილა საყოველთაო კონსენსუსის საგანი.
დებ ფიცს, რომ ვიბრძოლებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გასათავისუფლებლად, რაც არ უნდა ძვირად დამიჯდეს ის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბათუმში გამართულ აქციაზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.