დეკემბერი 08 2021

კრემლი რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების ონლაინ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


დეკემბერი 08 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 55 130 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 226  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 091   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  7.67%.


დეკემბერი 08 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გორის ჰოსპიტალში იმყოფება, მორიგ მიმართვას ავრცელებს. როგორც ექსპრეზიდენტი წერს, ის წყვეტს ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას, სანამ არ გააუქმებენ ე.წ დისციპლინარულ ზომებს.


დეკემბერი 08 2021

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.


დეკემბერი 07 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაასრულა.


დეკემბერი 07 2021

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.0909 ლარი ეღირება, ევრო – 3.4813 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.0948 ლარი.


დეკემბერი 07 2021

ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულია ცნობილი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის ედვარდ ლუკასის სტატია სათაურით „ბაიდენმა პუტინს წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს: რუსეთის ლიდერი პოკერის თამაშში არ უნდა ჩაერთოს“. პუბლიკაციაში გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის დაძაბული ურთიერთდამოკიდებულება, რუსეთის მიზნები და აშშ-ის როლი არსებულ სიტუაციაში.


დეკემბერი 07 2021

ფრანგულ გაზეთ „ლე მონდში“ (Le Monde) გამოქვეყნებულია ინტერვიუ ცნობილ რუს ექსპერტთან და პოლიტოლოგთან ფედორ ლუკიანოვთან, რომელიც მას კორესპონდენტმა ბენუა ვიტკინმა ჩამოართვა.


დეკემბერი 07 2021
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანების საფუძველზე, საქართველოში ე.წ. ბუსტერდოზის გაკეთების ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
 

დეკემბერი 07 2021

შეერთებული შტატები, ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს და ოლიმპიადაზე მთავრობის წარმომადგენლებს არ გაგზავნის.


გვერდი 721 სულ 1367
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.