ბრიტანეთის სამეფო ლაბორატორიის მკვლევარი ტატა ქებაძე ოქსფორდის ინსტიტუტის მიერ აღმოჩენილი ახალი გენის შესახებ საუბრობს. ვირუსოლოგის განმარტებით, აღმოჩენილი გენი ეთნიკურად აფრიკელ და აზიელ ხალხს აქვს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ საკრებულოს წევრი, ირაკლი შენგელია აირჩიეს.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ აქცია-პერფორმანსი გამართა.
ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ABC-სთან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს საიდან მოხვდა ნამდვილი ტყვიები გადასაღებ მოედანზე.
ჩვენი პოლიტიკური ელიტის წარმატების ფორმულა არის არა ის, რომ სხვაზე უკეთესად გამოიყურებოდეს, არამედ ის, რომ სხვა გამოიყურებოდეს მასზე უარესად, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 51 749 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 100 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 397 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.92%.
სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას პასუხობენ, რომლის მიხედვითაც ამ მიმართულების საქმიანობისთვის გადასახადების გაზრდა 70%-მდე განიხილება და შეზღუდვებს დამატებითი რეგულაციები ემატება.
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციის მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ აუცილებელია ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციის ცნება გაჩნდეს. მათ შორის, 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაში და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში.
ჟურნალისტ ირმა ინაშვილის ძმა კოტე ინაშვილი ავარიაში დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტის ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ.
