დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში სულ „ომიკრონის“ 63 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.
საპარლამენტო ოპოზიცია „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შეჩერებას ითხოვს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 42 772 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 966 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.26%.
მოგეხსენებათ, მე დავიწყე ურბანული განახლების პროგრამები; ყველა მუნიციპალიტეტში ვქმნით ევროპული ტიპის ცენტრებს, როგორც ევროპაში გინახავთ; ჩემი ერთ-ერთი დიდი ოცნება გითხარით - მე უბედნიერესი ვიქნები, თუ სიღარიბის დაძლევაში მნიშვნელოვან წვლილს შევიტან და მეორე, მინდა, რომ ამ 3 წელიწადში დავტოვოთ და გავაკეთოთ ის დოკუმენტი მთავრობამ, რაც ეხება ქვეყნის გენერალური გეგმის შემუშავებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
საქართველოს კავკასიაში ყოველთვის ჰქონდა და აქვს სწორი ადგილი და როლი კავკასიაში და ეს მიმართულება უნდა გავაძლიეროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ბევრი საკითხი განიხილა. როგორც მელია ამბობს, პროცესი მნიშვნელოვანია, თუმცა "გულუბრყვილო მოლოდინი არ აქვს". ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია. ამის შესახებ მარგველაშვილმა გორში, სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი განიხილა.
