Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 855 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 445 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 410 PCR ტესტით.
დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) ფარმაცევტული კომპანია GlaxoSmithKline-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი „სოტროვიმაბი“ დაამტკიცა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Aljazeera წერს.
11 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, ისეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებში, როგორიც არის სასურსათო მაღაზია, აფთიაქი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის ამოქმედება სწორად არ მიაჩნია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცდნტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოშიც შემოვა, რადგან მისი თქმით, ვირუსებს საზღვარი ვერ აკავებს.
“რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას ახალი და რა იკითხებოდა მის გზავნილებში. მიუხედავად მძლავრი ემოციური რიტორიკისა, სავარაუდოდ მის ძალისხმევას რამე დიდი გამოხმაურება ახლაც არ მოჰყვება.
თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ ნატო-ში გაწევრიანების საკითხს თავად ალიანსი წყვეტს და არა რუსეთი.
სამართალდამცავებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 5 პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ძებნილების დაკავება ბათუმში მოხდა.
ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ხალხისთვის და არა უტოპიური რაღაცებისთვის. მესიანიზმის დრო წავიდა, მესია ერთია, მაცხოვარია და სხვა ვერავინ იქნება! - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
"ის უკეთესადაა, თუმცა, ჯერ კიდევ სუსტად გრძნობს თავს", - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
