"ნატო-ს წევრები თავად წყვეტენ, ვინ გახდება ალიანსის წევრი, ამას რუსეთი არ წყვეტს!"
თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ ნატო-ში გაწევრიანების საკითხს თავად ალიანსი წყვეტს და არა რუსეთი.
„ნატო-ს წევრები თავად წყვეტენ, ვინ გახდება ალიანსის წევრი. ამას რუსეთი არ წყვეტს. პროცესი ყოველთვის ასე მიმინარეობდა და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, საიდან მოდის პროვოკაციული ქმედებები, ეს აშშ და უკრაინა არ არის“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ნატო ბუქარესტის სამიტის მკაფიო განცხადების ერთგულია და მისი კარი ღიაა, მათ შორის საქართველოსა და უკრაინისთვისაც.
სიახლეები
- 2026 წლის იანვარი ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო თვე გახდება
- "ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“
