მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს.
სარწმუნოებით შეიყვარებს ადამიანი უფლის მცნებებს, სარწმუნოების მეშვეობით იწყებს იგი ცოდვების გამოსწორებას და მადლმოსილ, მადლიან სულიერ ცხოვრებას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილი ბავშვობიდან ოცნებობდა იმაზე, რომ როგორმე გახარიას იმედები გაემართლებინა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის გეოგრაფიულ საზღვარზეა, ყოველთვის ევროპელად გრძნობდა თავს - ეს აუცილებელი დიპლომატიური არჩევანია, რომელსაც არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ვიცე პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარის ხსოვნის პატივსაცემად მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა.
ე ვემზადები აქციებისთვის, მერე?!, - ასე ეხმაურება პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას არ ატარებს და „აქციებისთვის ემზადება“.
დღეს, სამოქალაქო მოძრაობამ "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" აქცია გამართა. მოძრაობის წევრებმა ფლაერები დაარიგეს და პოსტერები გააკრეს.
ქვეყანაში ვერ შევძელით და ვერ დავამკვიდრეთ ევროპული სტანდარტების საარჩევნო გარემო, თუმცა კანონმდებლობით და არჩევანის თავისუფლებით წინ მივდივართ და ამის დასტურია არაერთი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე თავის დროზე ამ ხელისუფლების პირობებში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და მუნიციპალიტეტის მერების არჩევითობა გახდა 50% +, რაც შეეხება ზოგადად დაძაბულ ფონს, ვფიქრობ ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად არის გამოწვეული და ამის წაქეზებას ახდენენ რადიკალური ძალები,- ამის შესახებ ბაჩანა ბასილაიამ FirstNews.ge-თან საუბარში განაცხადა.
მიმდინარე წლის 20-26 სექტემბერს, ნიუ იორკში სტარტი აიღო კლიმატის გლობალური ცვლილების დასაძლევად მიმართულმა მასშტაბურმა კამპანიამ - „კლიმატის კვირეული-2021“. 2021 წლის კლიმატის კვირეულის გზავნილი ნიუ იორკდან ასეთია: „დავასრულოთ“.
"მე სოხუმელი ვარ... უბრალოდ ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალაქის შვილი ვარ. უბედნიერესი 10 წელი გავატარე მზით გამთბარ თეთრი მაგნოლიების ქალაქში.
