"პირდაპირ გეუბნებით, ეს იქნება კატასტროფა" - სააკაშვილის პირადი ექიმი
"პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ ის ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას ხვალ დილიდან, თუ არ შეუშვებენ დეპუტატებს. პირდაპირ გეუბნებით, ეს იქნება კატასტროფა, მაშინ თავიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის სრული იზოლაცია ცუდია.
"სრული იზოლაციაც ძალიან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის, ასე არ შეიძლება.
მე არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ დღეში ერთმა, ორმა ან სამმა დეპუტატმა ნახოს.
ზოგადი მდგომარეობა არ შეცვლილა გუშინდელს შემდეგ, რეფიდინგის პროცესი მიდის კარგად. მაგრამ კიდევ არის უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს უახლოეს ხანში, ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ. ფსიქოლოგების კონსულტაცია აუცილებელია, იმედია, ხვალ მაინც შევლენ ცენტრ "ემპათიას" ექიმები", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
სიახლეები
- 2026 წლის იანვარი ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო თვე გახდება
- "ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“
