Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 31 532 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 192 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.47%.
ერთადერთი, რაშიც მე ვსაყვედურობ ხელისუფლებას, მათ შორის პრემიერსაც, რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი არ იყო, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიც ცერცვაძემ განაცხადა.
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მის მიერ ნარკოტესტის ავსტრიაში ჩაბარებაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.
ვერაზე, სისხლიანი გარჩევის შედეგად მოკლული ბიჭი 22 წლის ნიკა კვარაცხელიაა. ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას სასულიერო პირებთან სავარაუდო ჩანაწერების საკითხზე კომუნიკაცია ჰქონდა.
საქართველოს მესამე პრეზიდეტი, მიხეილ სააკაშვილი 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტს ვიდეო მიმართვით ეხმაურება.
წუხელ 9 ტყვიით ჩაცხრილული 22 წლის ბიჭი დღეს დილას გარდაიცვალა. ყველაფერი მთავრობის ბრალია, რაც ქვეყანაში ხდებაო? - იკითხა გუშინ ივანიშვილის ერთ - ერთმა შიბაქმა და ვპასუხობ - კი, ყველაფერი მთავრობის ბრალია, - ამის შესახებ ჭავჭავაძის ცენტრი დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი წერს.
"თქვენი ბრალია ეს სისხლი, ეს დაუსრულებელი უბედურება, გოდება და სიკვდილი ყველა უბანში.
იმიტომ კი არა, რომ უნიათოები ხართ და ვერ უმკლავდებით დანაშაულს.
არა, იმიტომ, რომ თავად ხართ ბოროტების სათავე - კრიმინალის ამშვები, გზის დამლოცავი, ჩამდენი და ხელის დამფარებელი.
თქვენი ბრალია, რადგან ვარდებით მოსული ხელისუფლების შესაცვლელად ქვევრში ჩახრჩობილი 9 თვის ბავშვის გვამზე გაიარეთ.
რადგან მოსვლისთანავე თბილისის ცენტრში მკვლელებს ძეგლი დაუდგით (როცა არ უნდა დაგასრულოთ, მაგ ძეგლს პირველ საქმედ დავანგრევთ და მაგ ქვას პოლიტიკურ საფლავზე დაგადებთ).
რადგან მოსვლისთანავე მკვლელებს, ჯაშუშებს და ტერორისტებს პოლიტპატიმრები უწოდეთ და ციხეებიდან გაათავისუფლეთ. თან თქვით - კი გაიზრდება დანაშაული, მაგრამ უნდა მოითმინოთო.
რადგან პრეზიდენტად კაგებეს აგენტი დაგვასვით, რომელიც პოლიციელის მკვლელებს იწყალებს.
რადგან ყველა გახმაურებულ მკვლელობას - კოდორი 2007-ის სპეცრაზმელების, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, კიწმარიშვილის, ბაჩალიაშვილის, მაჩალიკაშვილის, სარალიძის, ლაშქარავას თუ სხვათა - სხვადასხვა ფორმით ისევ თქვენთან მოვყავართ.
რადგან კონტრდაზვევრა გააუქმეთ, პოლიცია ისევ ღიპიან ძაღლობას დაამსგავსეთ, სუსი და პროკურატურა კი ერთი ავადმყოფის სნეული კაპრიზების შემსრულებელ კანტორებად აქციეთ.
რადგან "რვა სულ" ქურდთან შეხვედრით ამაყი ბიუჯეტის ქურდი ისევ თქვენი მახინჯი სახეა.
თქვენი ბრალია ამ ქვეყნის ასე გასაცოდავება, მთელი ეს სისხლი, ყოველდღიური მკვლელობები, უბედურება, სიღარიბე, შიმშილი, სიბნელე, უიმედობა, ღალატი.
არ დავივიწყებთ. და არ შეგარჩენთ,"- წერს ზაზა ბიბილაშვილი.
ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორი, რომელიც ქარელში, „ქართული ოცნების“ შტაბში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავდა, ამ დრომდე თბილისში, კლინიკა "ნიუ-ჰოსპიტალში" იმყოფება.
გაერო-ს ბავშვთა ფონდი განათლების ორგანოებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე გახსნან სკოლები იმ ქვეყნებში, სადაც, პანდემიის დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში, მილიონობით მოსწავლე საკლასო ოთახებში არ დაბრუნებულა.
