February 11, 2026

ოქტომბერი 16 2021

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი მიმდინარე კოვიდ პანდემიასა და აცრის მაჩვენებლებს ეხმაურება. მისი თქმით, ზოგადი, იმუნური ფენის გამომუშავებისთვის საჭირო კიდევ 10-11 თვე იქნება, თუმცა ვაქცინაციის სწორად წარმართვის შემთხვევაში ეს შესაძლოა 2-3 თვეში მოხდეს. 


ოქტომბერი 16 2021

გიგი უგულავა 2 000 ლარით დააჯარიმეს. ამის მიზეზი იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევა გახდა. მან 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. 


ოქტომბერი 16 2021

ბათუმის ტრაგედიის დროს დაზარალებული რამაზ დავლაძე, რომელსაც შენობის ნგრევის დროს ცოლ-შვილი დაეღუპა ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით შენობის პირველ სართულზე პირველ ოქტომბერს იმყოფებოდა, როდესაც ნახა, რომ ბინაში მზიდი კედლები დაზიანებული არ ყოფილა. 


ოქტომბერი 16 2021

უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მიმართვა გაავრცელა. მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უპირობო უფლება აქვს, საკუთარ სამშობლოში თავისუფალი იყოს. 


ოქტომბერი 16 2021

რამდენიმე დღის წინ, ქუთაისში, „ორი ნაბიჯის'' თანამშრომლები გაიფიცნენ. დასაქმებულები მძიმე სამუშაო პირობებზე, შრომითი უფლებების დარღვევასა და მიზერულ ანაზღაურებაზე საუბრობდნენ, რადგან ზეგანაკვეთურად და თან ღამე უწევდათ მუშაობა.  


ოქტომბერი 15 2021

დღეს, ქუთაისში მოწამეთობა აღინიშნება. მართლმადიდებელი მრევლი ქართველი წმინდანების, დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.


ოქტომბერი 15 2021

ორი სიტყვა ქართული ოცნების მომხრეებზე, რომლებიც იქადნებიან, რომ გამოვლენ და დაანახებენ თავის სიმრავლეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.


ოქტომბერი 15 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 093 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 270  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 298   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.58%.


ოქტომბერი 14 2021

ჩვენი ერიც და ყოველი ადამიანიც უნდა მიილტვოდეს, უნდა ევედროს უფალს, რომ ღმერთმა ის გზა აჩვენოს თუ რომელი გზით უნდა იაროს მან. უფალმა კი ამ გზაზე უნდა დააყენოს ადამიანიც და ერიც, - ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ აღნიშნა.


ოქტომბერი 14 2021

ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა.


გვერდი 760 სულ 1366
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.