"სააკაშვილს უკანონდ ეზღუდება სასამართლო სხდომებში მონაწილეობა" - "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი"
იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილს შეუზღუდოს სასამართლო სხდომებში მონაწილეობის უფლება, უკანონოა - ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროს მიმართავს და მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომებზე ფიზიკური დასწრება.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ეხმიანება მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლო განხილვებში უშუალოდ მონაწილეობის უფლების შეზღუდვას და მიაჩნია, რომ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება უკანონოა.
პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში „გაყვანასთან“ დაკავშირებით და განმარტა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი ჰქონოდა უკონტროლო სიტუაციას და ქაოსს, რაც ხელს შეუშლიდა ეტაპირების პროცესს.
სპეციალური პენიტენციური დაწესებულების არგუმენტები სხდომებში დისტანციურად მონაწილეობასთან დაკავშირებით, არათუ არ შეესაბამება სხდომის დისტანციურად ჩატარების საკანონმდებლო მოთხოვნებს, არამედ ამ საფუძვლით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასამართლო სხდომაზე დასწრების შეზღუდვას საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს.
DRI მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დარჩეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომებზე ფიზიკური დასწრება," - აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
