ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით კომპანია „ანოვას“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემების მიხედვით, თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ამომრჩეველთა 49%-მა მისცა ხმა, ხოლო ოპოზიციის ნაწილის კანდიდატს ნიკა მელიას - 51%-მა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა.
ქუთაისის 43-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო.
ამომრჩეველზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ისაუბრა "დროას" თავმჯდომარემ, ელენე ხოშტარიამ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, 4 შვილის დედას დაემუქრნენ, რომ თუ არჩევნებზე არ მივიდოდა, საჭმელს უფასოდ ვეღარ მიიღებდა.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
როგორ დასრულდება COVID-19-ის პანდემია? ვირუსი არ გაქრება - ის ენდემური დაავადება გახდება, - ამ სათაურით სამეცნიერო ჟურნალისტის, ლორა სპინის მიერ მომზადებულ სტატიას ბრიტანული გამოცემა The Guardian აქვეყნებს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალური თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ქუთაისის N14 საარჩევნო უბანზე "TV მედია ცენტრის" ჟურნალისტს, გიგა გელხვიიძეს სცემეს. ამის შესახებ მან განაცხადა, რომ დაპირისპირება ინციდენტს მოყვა, რა დროსაც კოორდინატორებს ამომრჩეველთა სიები წაართვა.
ხმა მივეცი საქართველოსთვის - ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე არცერთს ხმას არ მივცემ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 815 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 603 კვლევა ანტიგენის ტესტით და 24 212 PCR ტესტით.
