„ავღანეთში დასავლეთის ფიასკო შეიძლება აიხსნას იმით, რომ აშშ-ისა და მის ნატოელ მოკავშირეთა გადაწყვეტილებებში მხოლოდ იდეოლოგიური ფაქტორი დომინირებდა, გეოგრაფია კი საერთოდ დავიწყებული იყო“, - ამბობს ლიონის უნივერსიტეტის პროფესორი, ახლო აღმოსავლეთის პრობლემების კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი ფაბრის ბალანში გაზეთ „ლე ფიგაროს“ (Le Figaro) კორესპონდენტთან ეჟენი ბუალესთან საუბრის დროს. ინტერვიუს ტექსტი გაზეთში გამოქვეყნებულია სათაურით „აშშ-ის კრახი ავღანეთში: გეოგრაფიის შურისძიების ნიმუში“.
როგორც ამერიკული „უოლ სთრით ჯორნელი“ (The Wall Street Journal) წერს სტატიაში სათაურით „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ქაბულიდან საელჩო ატყობინებდა, რომ კრახი ახლოვდება“ (ავტორი - ვივიან სალამა), თურმე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთი თვით ადრე იცოდა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროგნოზების მიუხედავად, თალიბები ქაბულს სწრაფად დაიკავებდნენ, მაგრამ არაფერი არ გააკეთა ქაოსური სიტუაციის აღკვეთის მიზნით.
იმერეთში მასობრივი იმუნიზაციის პირველი ცენტრი გაიხსნა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 875 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 354 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 200 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.29%.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ პედაგოგების, პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების და ასევე, ადგილზე მომუშავე ადმინისტრაციული პერსონალის 80% სრულად ვაქცინირებული იქნება, შესაძლოა, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში ჩატარდეს.
67 წლის ასაკში "ღიმილის ბიჭების" მსახიობი, "ბოლოკას" როლის შემსრულებელი, გოჩა ლომია გარდაიცვალა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე ეპიდსიტუაციისა და გარდაცვლილთა რაოდენობის გათვალისწინებით ქვეყანაში გლოვის დღეები უნდა გამოცხადდეს.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კორონავირუსის პანდემიას და ანტივაქსერულ განწყობებს ეხმაურენა. მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს სტრატეგია, რაც პანდემიის მართვას, ხოლო პარალელურ რეჟიმში ეკონომიკური ზრდის მიღწევას და სტაბილური საარჩევნო სისტემის მიღწევას გულისხმობს. მისი თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ მოექცა და მის მმართველ ორგანოებს წინააღმდეგობის გაწევის თავი არ აღმოაჩნდა.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც აცრის აუცილებლობაზე საუბრობს. მან განმარტა, რომ ვაქცინაციის საკითხი ცდება სასულიერო მოძღვრების ფარგლებს და ის სუფთად სამედიცინო კომპეტენციის სფეროა.
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
