"ქუთაისის ყველა უბანზე ჩვენს დამკვირვებლებს შეექმნათ პრობლემები"
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ქუთაისში დილიდან ე.წ. კარუსელის დატრიალების და ფულის დარიგების შემთხვევები გამოვლინდა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მე-7 საარჩევნო უბანზე მარკირების მქონე მოქალაქე ხმის მიცემას მეორედ ცდილობდა, ამასთან, ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა მე-40 უბანთან ახლოს მდგარი მანქანიდან.
"მე-7 საარჩევნო უბანზე იყო "კარუსელის" მცდელობა, მარკირებიანი მოქალაქე ცდილობდა მეორედ შესვლას. ეს არის ის გაყალბების სქემა და მექანიზმი, რომელსაც იყენებენ ადგილობრივად "ქართული ოცნების” წარმომადგენლები. მე-40 უბანზე დაფიქსირდა უბანთან ახლოს მდგარი მანქანიდან ფულის დარიგების ფაქტი, რაც ხდება ბევრგან. მრავლად გვაქვს დაფიქსირებული მოსყიდვის ფაქტები, რომელსაც ძალიან მალე წარვუდგენთ ჟურნალისტებს.
დილიდან ქუთაისის ყველა უბანზე ჩვენს დამკვირვებლებს შეექმნათ პრობლემები, ბევრ მათგანს უბანზე არ უშვებდნენ. მაგრამ, განსაკუთრებული პრობლემა შეიქმნა რეგისტრატორების უკან დამკვირვებლების განლაგებაზე. ამასთან დაკავშირებით მოგვიწია საჩივრების დაწერა. მინდა გავაფრთხილო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომ ჩვენს დამკვირვებლებს ხელი არ შეეშალოთ უბანზე დაკვირვების პროცესში”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, ასევე დაფიქსირდა გადასატანი ყუთის სიაში მყოფი ადამიანების საარჩევნო უბანზე მისვლისა და უბნის შიგნით "ქართული ოცნების” აგიტატორების ყოფნის შემთხვევები.
მისი თქმით, ამ დროისთვის, მათი დამკვირვებლები ქუთაისის 124-ვე უბანზე არიან და დილიდან 10-მდე საჩივარი დაიწერა.
"მე-17 უბანთან მივიდა გადასატანი ყუთის სიაში მყოფი ადამიანი, ესეც გაყალბების ერთ-ერთი სქემაა, ეს ადამიანები სრულიად ჯანმრთელები არიან და მიდიან ხმის მისაცემად ორჯერ, ჩვენ ვაკონტროლებთ ამ პროცესს. 51-ე და 101-ე საარჩევნო უბანზე არიან "ქართული ოცნების” კოორდინატორები, რომლებიც ახდენდნენ მოქალაქეების აღრიცხვას. ვაფრთხილებ ყველა კომისიის წევრს, დაუყონებლივ შეწყდეს "ოცნების” წარმომადგენლების უბანზე მოძრაობა და აგიტაცია.
ჩვენს დამკვირვებლებს არ უშვებენ უბანზე "ქართული ოცნების” წევრები და კოორდინატორები, რომლებიც მათ აყენებდნენ შეურაცხყოფას. ამ დროისთვის, ქუთაისის 124-ვე უბანი არის გაძლიერებული ჩვენი დამკვირვებლების მიერ, ყველა უბანზე დაიწერა 10-მდე საჩივარი და მობილური ჯგუფები არიან ჩართული დარღვევების დაფიქსირებაში”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა