ივლისი 29 2021

საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არანაკლებ 75 დღისა, საშუალება აქვთ სწავლა საქართველოში გააგრძელონ. ამისთვის მათ მხოლოდ ერთი გამოცდა უნდა ჩააბარონ, რომელსაც ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუწევს.


ივლისი 29 2021

ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სავალდებულო2022 წლის მარტიდან გახდება - ამას ითვალისწინებს "საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.


ივლისი 29 2021

შეწყვიტეთ ოპოზიციაზე იერიშის მიტანა, დისკრედიტაცია, კინკლაობა, გახსენება, წამოძახება, უიმედო სიტუაციის დახატვა და ასეთები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. 

 

"ოლიგარქის მთავარი ამოცანა, გარდა ხალხის გაბითურებისა, არის ოპოზიციური ველის დისკრედიტაცია, უიმედობის, ნიჰილიზმის გაღვივება... ზუსტად იცის, რომ ასეთ პირობებშიც კი, როცა მთავარი სამიზნე მოძალადე, კრიმინალი, მატყუარა ხელისუფლება უნდა იყოს, მაინც ოპოზიციისკენ გადაიტანს "მავანი" ისრებს. გაგვძარცვეს, სახელმწიფო ჩამოშალეს, ადამიანები დაამშიეს, ქვეყნიდან განდევნეს, რუსეთს გუბერნიად უნდათ რომ გვაქციონ და ასეთ დროშიც თავს ვესხმით ოპოზიციას...

 

შეწყვიტეთ დაუსრულებელი კინკლაობები ხალხის გულისთვის, სამშობლოს გულისთვის... გადადეთ ყველფერი გვერდით და ვიბრძოლოთ, რომ დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა ამ მტარვალებისგან. ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს. სხვა დანარჩენი უინტერესო, უშინაარსო და მხოლოდ სულელურ დაპირისპირებას ემსახურება. შენ ეს თქვი, შენ ის, შენ ასე ამბობდი, მე ასე გავაკეთე... არავის აინტერესებს!

 

ხვალინდელი დღე, უკეთესი მომავალი, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, წარმატება და სწრაფვა განვითარებისკენ...

 

ოცნებამ გამოაცხადა მარცხი და ახლა ამას უნდა გაფორმება. ჩასაფრების და ერთმანეთისთვის ფეხის დადების გარეშე. ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანის მოვალეობაა, რომ ჩვენი სამშობლოსთვის ასე მოვიქცეთ.

 

ყველაფერი კარგად იქნება! ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ,"- წერს ლევან ხაბეიშვილი.


ივლისი 29 2021

30 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


ივლისი 29 2021

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში, "ქართული ოცნების" მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება. 


ივლისი 29 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 41 684  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 796  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 088   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  6.71%.


ივლისი 29 2021

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია. ის თბილისში უკრაინიდან ჩამოფრინდა. კრამონმა აეროპორტში კომენტარის გაკეთება არ ისურვა.


ივლისი 29 2021

უზმოზე ვარჯიში გვეხმარება ცხიმის დაწვაში ?! ამ მოსაზრებას ბევრი მომხრეც და მოწინააღმდეგეც ჰყავს. მოდით გავეცნოთ ამ მოსაზრების საფუძველს.


ივლისი 28 2021

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 44-ე სხდომა გამართა.


ივლისი 28 2021

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 44-ე სხდომა გამართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა.


გვერდი 786 სულ 1346
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.