"ეს დაუშვებელია, არაჯანსაღი მიდგომაა" - თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, მნიშვნელოვანია, მშობლების, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების პერსონალის აცრა.
მისივე თქმით, პედაგოგების ნაწილი აცრაზე უარს ამბობს, რაც დაუშვებელია.
"ორი აზრიც არ არსებობს, რომ გადამწყვეტია მშობლების, სკოლებისა და ინსტიტუტების პერსონალის აცრა. ბევრმა ქვეყანამ შემოიღო პედაგოგების სავალდებულო აცრა. ჩვენთან იყო ამის მცდელობა, მოისინჯა აზრი, თუმცა პედაგოგების დიდმა ნაწილმა მკვეთრი პროტესტი განაცხადა – ეს დაუშვებელია, არაჯანსაღი მიდგომაა. არ შეიძლება არ გვინდოდეს კოვიდის გავრცელება, არ გვინდოდეს გარდაცვალების მაღალი რიცხვი და მეორე მხრივ, კატეგორიულად არაფერს ვაკეთებდეთ. არ მესმის იმ პედაგოგების, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე და ამით საფრთხის ქვეშ აყენებენ თავიანთ აღსაზრდელებს. აგრეთვე იმ მშობლების, რომლებსაც სახლში ჰყავთ ბავშვები ან ასაკოვნები და არ ზრუნავენ ვაქცინაციაზე",- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
სიახლეები
- "არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება, მჯერა, რომ ახლა რუსეთს ვებრძვით" - რას წერს ზურა ჯაფარიძე?
- 17-წლიანი არსებობის შემდეგ რატომ გახდა აუცილებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეორგანიზაცია
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულია და 49% შეადგენს" - „ევრობარომეტრი“
- "საქართველო დღეს დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა" - ელეონორა არჩაია