February 11, 2026

სექტემბერი 06 2021

“როცა “ქართული ოცნების” პოზიციის მოტივაციაზე ვლაპარაკობთ, ამას რამდენიმე ასპექტი აქვს, თუმცა უმთავრესი მაინც ისაა, რომ ეს გზა “ქართულმა ოცნებამ” ორ ცუდ არჩევანს შორის მისთვის ნაკლებად უარესის პრინციპით აირჩია - ან უნდა დაეთმო სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლი, რაც, როგორც ჩანს, მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ან დაეკარგა ევროკავშირის კეთილგანწყობა.


სექტემბერი 06 2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით უცნობია გახანგრძლივდება თუ არა ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა. როგორც გაბუნია ამბობს, გადაწყვეტილება ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.


სექტემბერი 06 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილა.


სექტემბერი 06 2021

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, ზოგან სეტყვა.


სექტემბერი 06 2021

კორონავირუსის პანდემიისა და კლიმატის კრიზისის გამო, ასობით მილიონი ბავშვის განათლება ძაფზე კიდია. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს. 


სექტემბერი 06 2021

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე, დროებით დაიკეტება ბალახვნიდან ფოლკლორის სასახლემდე გზის მონაკვეთი, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

 

აღნიშნულ პერიოდში, ამ მონაკვეთზე აკრძალული იქნება ყველა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება.


სექტემბერი 06 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, დღეს ქვეყანაში პოლიტიკა ეპიდსიტუაციაზე მაღლა დადგა. ამასთან, მისი შეფასებით, ხოლო გასულ წელთან შედარებით სოლიდარობაც ნაკლებია.


სექტემბერი 06 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 16 149 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 905 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.94%.


სექტემბერი 06 2021

პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ იმერეთში, ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი გოგუაძე, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატები და სიის წევრები წარდგინა.


სექტემბერი 06 2021

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის ახალ, "მიუ" შტამს აქვს მუტაციები, რომლებმაც შესაძლოა, გარკვეული ანტისხეულების, მათ შორის ვაქცინებისგან შექმნილი ანტისხეულების დაცვას გვერდი აუარონ. ამის შესახებ გამოცემა CBS News წერს.


გვერდი 793 სულ 1366
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.