"მადლობა თითოეულ მხარდამჭერს და ყველას, ვინც საკუთარი არჩევანი გააკეთა“
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მადლობას უხდის თითოულ მოქალაქეს, ვინც არჩევნებში საკუთარი პოზიცია საარჩევნო ყუთებთან დააფიქსირა.
„ქუთაისში ადგილობრივი არჩევნები მშვიდად, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა. მეამაყება, რომ ჩემმა თანაქალაქელებმა უხმაუროდ, დაპირისპირებების გარეშე დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია. მადლობა თითოეულ თანაქალაქელს, ვინც მხარი დამიჭირა და, ასევე, მადლობა იმ თანაქალაქელებსაც, რომელთაც, მართალია, მხარი არ დამიჭირეს, მაგრამ გადადეს ყველა საქმე და თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს ქვეყნის წინაშე საარჩევნო უბნებში მისვლით და სასურველი კანდიდატებისთვის ხმის მიცემით,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
იოსებ ხახალეიშვილმა მადლიერება გამოხატა ქართული ოცნების გუნდის მიმართ.
„მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც მშვიდი საარჩევნო გარემო უზრუნველყო. სწორედ ასე მაღალი პასუხისმგებლობით, ორგანიზბულად, დემოკრატიული პრინციპების ზედმიწევნით დაცვით უნდა წარიმართოს
ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ყველა წევრს, არჩევნებში ჩართულ თითოეულ ადამიანს, რომლებმაც მუხლჩაუხრელად იმუშავეს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში და ჩვენს ასიათასობით თანაქალაქელთან მიიტანეს ჩვენი ძირითადი მესიჯები.
მადლობა მათ, ვინც არა მარტო ჩემთვის, არამედ თითოელი კანდიდატის წარმატებისთვის გვერდით დაგვიდგა და თავდაუზოგავად იმუშავა.“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვიმა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
