ციციშვილის კლინიკაში 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
მისივე თქმით, ბავშვი ციციშვილის კლონიკაში 18 სექტემბერს სუნთქვის უკმარისობით შევიდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„მართვით სუნთქვაზე იყო, გარდაიცვალა შაბათს. ჰქონდა თანმხლები დაავადებების გრძელი ნუსხა - ქრომოსომული თანდაყოლილი დაავადება, ფსიქომოტორული სფეროს ჩამორჩენა, გულის კომბინირებული მანკი, ინფექცია, ჰქონდა ფილტვის დაზიანება კოვიდინფექციის გამო, ძალიან დაბალი წონის პაციენტი იყო, ძლიერი ჰიპოტროფია იყო გამოხატული, ამის გამო მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ჩვენთან შემოვიდა 18 სექტემბერს. სხვა კლინიკიდან გადმოვიდა. უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, სუნთქვის უკმარისობის გამო გადმოვიდა ჩვენთან“,- განაცხადა მაია ჩხაიძემ.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
