გიორგი გახარიამ გადაცემა „რეაქციის“ ეთერში ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხზე საუბრისას თქვა, რომ აღნიშნული პროექტი ქვეყნის ეკონომიკა სჭირდება, თუმცა ხელისუფლება შეცდომას უშვებს, რადგან პრობლემის გადაჭრაში უმაღლესი თანამდებობის პირები უშუალოდ არ ერთვებიან.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ორჯერადად ვაქცინირებული და დაავადებული ადამიანების იდენტიფიცირების აუცილებლობაზე წერს და აღნიშნავს, რომ ეს ვირუსის ვარიანტების ცირკულირების შესახებ სრული ინფორმაციის ქონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) შესახებ, მერებთან ვიდეოკონფერენციის დროს ისაუბრა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივნისს დღის მეორე ნახევრიდან 11 ივნისის დღის ბოლომდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
“სანამ სხვა თემას მიმოვიხილავთ, გვერდს ვერ ავუვლი ნინოწმინდის პანსიონატში არსებულ ვითარებას. ამ მდგომარეობაში რომ არ ვიყო, ჯანმრთელობის პრობლემებს ვგულისხმობ, დიდი ხნის წინ მექნებოდა კარვები დაცემული პანსიონატთან.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ალცჰაიმერის დაავადებასთან საბრძოლველად პრეპარატი ადუკანუმაბი დაამტკიცა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო მომდევნო თვეებში ვაქცინის 3 მილიონზე მეტ დოზას ელოდება და მასობრივ ვაქცინაციას იწყებს.
თურქეთის ქემალისტური პარტიის გაზეთ „ჯუმჰურიეთ“-ის («Gumhuriyet») 5 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „მხარი უნდა დაუჭიროს თუ არა თურქეთმა ნატოს წევრებად საქართველოსა და უკრაინის მიღებას?“, რომელშიც განხილულია ნატოსა და აშშ-ის ანტითურქული როლი თანამედროვე ეტაპზე. პუბლიკაციაში საუბარია აშშ-ის დაპირისპირებაზე რუსეთთან და ჩინეთთან, რისთვისაც ვაშინგტონი ნატოს იყენებს. ამერიკის ასეთი პოლიტიკა თურქეთისთვის არასასურველი და საზიანოც კი არის.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 29 517 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 023 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 510 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47 %.
