თურქეთში ჩარჩენილი 19 სტუდენტი დახმარებას ითხოვს
თურქეთში ჩარჩენილი 19 სტუდენტი დახმარებას ითხოვს. ისინი დილის 9 საათიდან სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში იმყოფებიან.
ქართველი სტუდენტები გერმანიაში თურქეთის გავლით უნდა გაფრენილიყვნენ, თუმცა 20 წუთით ადრე აეროპორტში უთხრეს, რომ მათ არ ჰქონდათ ვიზა და ისინი გერმანიაში ვერ წავიდოდნენ.
სტუდენტები ამტკიცებენ, რომ ყველანაირი დოკუმენტაცია მათ შორის, კონკრეტული კომპანიების სამუშაო მოწვევაც აქვთ. მათი თქმით, აეროპორტში უხეშად და აგრესიულად ექცევიან და ეუბნებიან, რომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდნენ.
"პრობლემა წარმოქმნა თურქიშ ერლაინმა, ფრენამდე დავდექით ფაქტის წინაშე, რომ თურმე ჩვენ ვერ გადავალთ იმიტომ, რომ არ გვაქვს ვიზა. არადა ჩვენ ვართ 19 სტუდენტი, მივდიოდით გერმანიაში საზაფხულო სამუშაოზე, გვაქვს ყველა საბუთი. არც ბარგს გვაძლევდნენ თავიდან, ბილეთები გაგვიუქმეს, ტრანსფერი დაგვიქენსელეს, ვსხედვართ ასე გამოკიდებულები, არც თანხა დაგვიბრუნეს, მივწერეთ საელჩოს, მაგრამ ჯერჯერობით კონტაქტზე არავინ გამოსულა", - ამბობს სტუდენტი დავით ჭადაშვილი.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
