ნოემბერი 19 2020

“იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შევიდეს პარლამენტში, არ ვიცი, რა არგუმენტებს მოიშველიებს. ალბათ ექნებათ მყარი არგუმენტები - ეს შეიძლება იყოს რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, კოვიდ ეპიდემია და ა.შ."” - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ოპოზიციის მისამართით გაკეთებული მოწოდებების კომენტირებისას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ შეიძლება შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში ისე, რომ სახე შეინარჩუნოს - დემეტრაშვილი.


ნოემბერი 19 2020

“ოპოზიციამ მძიმე დარტყმა მიიღო და რთულ მდგომარეობაშია - მათ ხალხის მხარდაჭერა თანდათან ელევათ და ოთხშაბათს, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ კი საბოლოოდ გაირკვა, რომ აღარც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა აქვთ.


ნოემბერი 19 2020

"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა აშშ-ს გენერალური მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტზე ისაუბრა და განმარტა თუ რატომ იყო პომპეოს ვიზიტის ერთ-ერთი ცენტრალური თემა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა.


ნოემბერი 19 2020

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია 21 ნოემბერს საპროტესტო აქციას გეგმავს, თუმცა რა ფორმით, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.


ნოემბერი 19 2020

მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიჩინონ მეტი გამბედაობა, ნუ შეუშინდებიან სიმართლეს და მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ სატელევიზიო დებატებში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.


ნოემბერი 19 2020

საფრანგეთის გაზეთ „ლე მონდ“-ის («Le Monde») 18 ნოემბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „რატომ დამარცხდა სომხეთი? ერევანმა ქრისტიანული რუსეთის მითი დაიჯერა“, რომლის ავტორია ოლივიე რუა - ცნობილი ფრანგი პოლიტოლოგი, რეალიგიათმცოდნე, ფლორენციის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი.


ნოემბერი 19 2020

გერმანული რადიოსადგურის „დოიჩე ველეს“ («Deutsche Welle») ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია რუსი ჟურნალისტის, პოლიტიკური მიმომხილველის კონსტანტინე ეგერტის კომენტარი სათაურით „მოსკოვის ყოფნას სამხრეთ კავკასიაში დრო გაუვიდა, დგება თურქეთის დრო“, რომელშიც იგი აანალიზებს რეგიონში არსებულ სიტუაციას და გარკვეულ პროგნოზებს აკეთებს.


ნოემბერი 19 2020

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 6 ქალაქისთვის განკუთვნილი 175 ავტობუსიდან 10 ერთეული EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი ქალაქ ქუთაისს გადასცა. 


ნოემბერი 19 2020

ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Pfizer-ის ვაქცინის კლინიკური ცდის საბოლოო შედეგებმა პრეპარატის 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


ნოემბერი 19 2020

იმერეთში „კოვიდ-19“-ის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


გვერდი 1007 სულ 1361
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.