ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებული მამაკაცის ძებნა გრძელდება
ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან გაუჩინარებული მამაკაცის ძებნა გრძელდება. ძიების პროცესში სამედიცინო დაწესებულების უსაფრთხოების სამსახური და სამართალდამცავები ჩაერთვნენ.
საავადმყოფოს იურისტი არმაზ ხელიძე ამბობს, რომ მამაკაცს ქირურგიული მანიპულაცია დასჭირდა, თავს კარგად გრძნობდა და კონტაქტური იყო. პაციენტი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა.
ამ დროისთვის მამაკაცის მოსაძებნად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მას მეხსიერების პრობლემა აქვს.
ცნობისთვის, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან პაციენტი გაუჩინარდა. 76 წლის მამაკაცმა საავადმყოფო 27 ნოემბერს ღამით უკანა კარიდან დატოვა.
სიახლეები
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
- "ჩემი ყოველი დილა ამ გემრიელობით იწყება" - საუზმე სიმითით
