საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების ორგანიზება არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა Instagram- ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.
კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 443 შემთხვევა, აჭარაში – 676, იმერეთში – 541.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 41 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის აუცილებელი პირობები დაასახელა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც ევროპის ქვეყნებში მკაცრი ლოქდაუნის შემოღება აუცილებელი აღარ იქნება.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში, ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის" წარმატებას ეხმაურება.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ კორონავირუსის ჯაჭვის წყვეტის ერთადერთი გზა მკაცრი ჩაკეტვაა.
მომავალი კვირიდან, შესაძლოა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დიდ სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვები დაწესდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ადასტურებს.
