საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კანონით გათვალისწინებული ჯარიმები დაეკისრებათ.
შვეიცარიის ყოველდღიურ გერმანულენოვან გაზეთის „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგ“-ის («Neue Zürcher Zeitung») 13 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ღვინოები კავკასიიდან: საქართველო - მევენახეობა-მეღვინეობის აკვანი“ (ავტორი - პიტერ კელერი).
გერმანულმა რადიოსადგურმა „დოიჩე ველე“-მ («Deutsche Welle») თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოში ისტორიული ფიგურების ძეგლების აღების კამპანიის თაობაზე, რომელიც აშშ-ში მიმდინარე ანტირასისტული გამოსვლების ფონზე ევროპაშიც დაიწყო.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 879 გახდა.
საქართველო უცხოეთში სიმდიდრეს და ოქრო-ვერცხლს კი არა ეძებდა, ეძებდა მადლს, წმინდა სამება აძლევდა მადლს და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლი უხვად ეფინება საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დამთავრების შემდეგ განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 864 გახდა.
აბასთუმნის ტყეში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში კერების მონიტორინგი თერმული დრონით მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 909 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 41,828-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 10-მდე გაიზარდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთა დაინფიცირების წყარო უცნობია.