რა გახდა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის ცნობით, ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი პრეპარატების მიღება გახდა.
მისი თქმით, დნმ-ის ანალიზმა ასევე დაადასტურა, რომ ცხედარი ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა.
“გავეცანი დასკვნას და ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია, მითითებულია დოზები, რომლის გადამოწმება მაინც მოხდება სპეციალისტებთან. ასევე მითითებულია რაოდენობა და ორგანოები, სადაც არის აღმოჩენილი, ესენია: ღვიძლი, თირკმელი, კუჭი. მითითებულია ფატალური შემთხვევები რა დოზებიდან იწყება მაგრამ იქ აღმოჩენილია დიდი დოზები და შესაბამისად, უცხოელებთან ყოველი შემთხვევისთვის გადამოწმდება. დნმ-ს დასკვნის შედეგად დასტურდება, რომ გენეტიკურად ცხედარი და მშობლებისგან აღებული ნიმუში იდენტურია და დასტურდება, რომ ის თამარია," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
