ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოში აპლიკაცია STOP COVID ამოქმედდა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, გაიგოს თუ იმყოფებოდა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სააღდგომო პერიოდში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება.
15 აპრილის 21:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვები, რაც თბილისს, ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავს ჩაკეტავს, კონკრეტული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს არ შეეხებათ.
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატს ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები ესტუმრნენ.
საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში-თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში ყველა სახის მოძრაობა,შესვლა და გამოსვლა იკრძალება 10 დღით.
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადები 10 მაისამდე გახანგრძლივდა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განაცხადებით, ღამის მსახურების ჩატარებსათან დაკავშირებით დეტალები დაზუსტდება ისე, რომ კანონი არ დაირღვეს.
კორონავირუსით ინფიცირებულ სასულიერო პირს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა და მშრალი ხველა აღენიშნებოდა, სახლის პირობებში მკურნალობდა საკუთარი და, რომელიც მედიკოსია - ამის შესახებ "ტვ პირველი" აცხადებს.
ჩერნობილში ხანძარი ლიკვიდირებულია.
