,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი

,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია,”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც დღეს იხდის სასჯელს, სწორედ სამართლებრივი ქმედებებიდან გამომდინარე იხდის.

„როდესაც გირაოს არ იხდი, ე.ი. მიზანი გაქვს, საპყრობილეში მოხვდე. სხვა საკითხია, ეს არის უცხოეთიდან, თუ შენი ნებით. ალბათ, უფრო უცხოეთიდან იყო, უთხრეს, საპყრობილეში შედი და ჩვენ პოლიტპატიმრობის მანტიას გამოგიგზავნითო. ვინ ვინ და ხოშტარია პოლიტიკურად განსხვავებული პოზიციებისთვის რომ არ არის საპყრობილეში, ყველამ კარგად იცის. მარტო ის რად ღირს, რომ თავად აღიარა, საწყობებში ჰქონდა პიროტექნიკა, ბენზინი, ბოთლები და ყველაფერი, რითაც უნდა დაეწვათ პოლიციელები, შტურმი განეხორციელებინათ პარლამენტზე და ა.შ. ეს ყველაფერი თვითონ აღიარეს და მტკიცებულებებიც ბევრი აღარ არის მოსაპოვებელი. ვითომ პოლიტპატიმრობის მანტია თავიდანვე განწირული იყო. ვინც დღეს იხდის სასჯელს, სწორედ სამართლებრივი ქმედებებიდან გამომდინარე იხდის. ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

წაკითხვა 140 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.