ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
წინასწარი ინფორმაციით, პრაღაში სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრაღის სამაშველო სამსახურები ავრცელებენ.
თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე რუბრიკით „აქტუალური თემის ანალიზი“, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „2024: გამოწვევების წელი“.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6882 ლარი ეღირება, ევრო – 2.9430 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3952 ლარი.
პრეზიდენტ სააკაშვილს ყველაზე კარგად ესმის, დღეს რა არის საჭირო რუსული რეჟიმის დასამარცხებლად და ეს არის ერთიანი ფრონტი ოპოზიციურ ველზე, ეს შესაძლებელია იყოს იმგვარი ერთობის კომიტეტის, ან ნებისმიერი კოორდინაციის სტრუქტურის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ამ გადამწყვეტ ბრძოლაში პროდასავლურ ოპოზიციას გვექნება ერთიანი ფრონტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი და მისი გათავისუფლება უმნიშვნელოვანესია.
ისრაელი „ჰამასს“ 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ერთკვირიან ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს, – ამის შესახებ ორმა ისრაელელმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ვერძი
ჩვენი რეიტინგი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გვაქვს მოლოდინი, კიდევ უფრო მეტი, მყარი უმრავლესობით მოვიდეთ ხელისუფლებაში - ისეთი წონის და პოლიტიკური რეიტინგის მქონე პირის ჩართვის საჭიროება, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ აპირებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას, გამომდინარე იქიდან, რომ „ის გუშინ საზოგადოებაში ღიად გამოჩნდა“.
