ჩვენს ოპოზიციას ალაპარაკებს ბარიერის ვერგადალახვის შიში, პარტია, რომელიც ფიქრობს, რომ ვერ გადალახავს ხუთპროცენტიან ბარიერს, პრაქტიკულად, პარტიად არ იწოდება, ასეთი შეიძლება, იყოს ახალი შექმნილი პარტია, მაგალითად ერთი წლის პარტია და მერე შეიძლება, იყოს მზარდი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფებში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. ყავის დასალევად არსად მივდივართ, ჩვენიც საკმარისი გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ, მარკ კლეიტონთან და რუმინეთის ელჩ, რაზვან როტუნდუსთან ოფიციალური შეხვედრა გამართეს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი არჩევნების შესახებ განცხადების გაკეთებას დეკემბრის დასაწყისში გეგმავს და ამიტომ ცდილობს, ამ დროისთვის ბრძოლის ველზე თუნდ რაიმე შედეგი აჩვენოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში 18 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ევროპარლამენტში ყველა ხაზს უსვამს იმას, რომ დადებითი გადაწყვეტილება ევროკომისიის მხრიდან ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რადგან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფო დაცული უნდა იყოს. აღნიშნულის შესახებ ბაიდენმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან განაცხადა.
