ქუთაისის საკრებულოში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა დეპუტატმა პარტია დატოვა. დარეჯან ფხაკაძემ პარტიის და ფრაქციის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.
საქართველომ გადადგა ნაბიჯები, რათა გაეძლიერებინა თანამშრომლობა ევროკავშირთან და გაზარდა რეფორმების ტემპი უკანასკნელ თვეებში, რათა უპასუხოს 12 რეკომენდაციას, რომლებიც იყო იდენტიფიცირებული საქართველოს წევრობის განაცხადში, - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.
დღეს საქართველოსთვის საზეიმო დღეა - ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი ქვეყნისთვის, რაც აღიარებს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ძალიან შთამბეჭდავ მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროკავშირში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ქრონიკის“ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩა #13 -ში მდებარე კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.
ვერძი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო სივრცის გაძლიერების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მზადყოფნაშია NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7000 ლარი ეღირება, ევრო – 2.8847 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3207 ლარი.
