საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6970 ლარი ეღირება, ევრო – 2.8836 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3027 ლარი.
85 წლის ასაკში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ ოჯახის ახლობლები.
“ვიზიარებ ქართველი ხალხის საყოველთაო სიხარულს, მაგრამ ფორიაქი მაინც მაქვს. რატომ?! ყველას კარგად ესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ, ევროკომისიის რეკომენდაცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მთავარი ჯერ კიდევ წინ არის, ევროსაბჭო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს.
“დასავლეთიდან სულ უფრო ხშირად ისმის პესიმისტური განცხადებები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. აშშ-ის სამხედრო დახმარება მცირდება და ჯერჯერობით გაურკვეველია, მოახდენენ თუ არა ევროპული სახელმწიფოები ამის კომპენსირებას.
კარგად გაიგოს, ძმამაც და დამაც, რომ როგორც კი სააკაშვილის შეწყალება მოხდება, ისინი იქნებიან ძალადობის თანაზიარნი - არ ვურჩევ, ჩვენ მერე ხალხს ვერ გავაჩერებთ, ტრაგედიები გადაიტანეს და კონსტრუქციულად აუხსნა - "იცი, რა მოდით, იქნებ მშვიდად ვიყოთ", არ შეგვწევს ამის უნარი,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის ძმის განცხადების კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი ჩატარდა. როგორც ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფესტივალი 11-12 ნოემბერს, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მიმდინარეობდა.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ირაკლი ქურციკიძე დაიღუპა, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინაში ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
დღეს, სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია „წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა“ ხსენების დღეს აღნიშნავს.
