საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6106 ლარი ეღირება, ევრო – 2.8644 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3215 ლარი.
„ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში სამუშაოები გრძელდება და დაღუპულებთან დაკავშირებით მონაცემები არ შეცვლილა. მამუკა მდინარაძემ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება (თბური ტალღა).
დღეს, 7 აგვისტოს, 15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან.
გლოვის დღეა, ქვეყანას ძალიან მძიმე დღეები უდგას და როგორც ჩანს, წინ კიდევ უფრო მძიმე დღეები და საათები გველის, თუმცა შეიძლება ძალიან მცირედი, მაგრამ იმედი მაინც არსებობს, რომ სასწაული მოხდეს და ერთი გადარჩენილი ვიპოვოთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
კლიმატური ცვლილების შედეგები, როგორც წესი, ათწლეულებისა და საუკუნეების შემდეგ დგება, მაგრამ ამ ზაფხულს ეს შედეგები ყველგან ჩანს, - ამის შესახებ USA Today-ზე გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, სათაურით „მსოფლიო გლობალური დათბობის სახიფათო გარდამტეხ მომენტებს უახლოვდება“.
შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ცხედრებიდან ერთ-ერთი ზაზა მესხის ცოლის, ალინა პოლიკოვსკასია. ამის შესახებ ინფორმაცია მესხის ყოფილმა ცოლმა გაავრცელა. ოჯახის დანარჩენი წევრები ისევ დაკარგულებად მიიჩნევიან.
მნიშვნელოვანია, რომ არავინ იჩქაროს დასკვნების გამოტანა, ემოციური ფონია და ეს აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი გაირკვევა - არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება ყველაფერთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა.
მაქსიმალური ინტენსივობით მიმდინარეობს სამუშაოები - მაშველები, ჯარი, ტექნიკა. ძალიან რთული ვითარებაა, ძალიან მძიმე პირობებია სამუშაოდ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რაჭაში, ჟურნალისტებს განუცხადა.
