საქართველოს მოსახლეობის აივ ინფექციაზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები, ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომ ზედმიწევნით დაიცვან აივ უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც მიგრაციის პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით აივ ინფექციის ეპიდსიტუაციასა და საქართველოში სერვისების მიწოდებაზე საუბრობს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის მიზანია, რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ყალბი აჟიოტაჟი შექმნას.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ორგანიზაცია CENN-თან პარტნიორობით, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ადგილობრივი პრიორიტეტების დოკუმენტი შეიმუშავა. დოკუმენტი მომზადდა პროექტის „SDG-ების განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ეგიდით.
11 აგვისტოს დღის ბოლოდან 13 აგვისტოს დილამდე, მაღალი ტემპერატურის ფონზე, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 26 და 30 ივლისს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განახორციელა. შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
17 შინდისელი გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
საუბედუროდ, ამავე დღეს, სამწუხაროდ, ეს ჩვენი სირცხვილია ამავდროულად, რადგან ამავე დღეს, ამ გმირობის დღეს ასევე არნახული სიმხდალე აჩვენა ყოფილმა მთავარსარდალმა, ე.წ. მთავარსარდალმა.
“ქართულ პოლიტიკურ ველზე უკვე გაჩნდა მონახაზები, როგორ აპირებს ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი 2024 წლის არჩევნებისთვის ბრძოლას. “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილისა და “სტრატეგია აღმაშენებელის” “გამარჯვების პლატფორმას” ამ დრომდე არ იზიარებენ სხვა ოპოზიციური პარტიები.
“რაჭის ტრაგედიიდან ერთი კვირის თავზე სამძებრო სამაშველო სამუშაოები კვლავ მიდის, დაკარგულ ადამიანებს ჩამოწოლილი მეწყერის მიმდებარე ცხრა ლოკაციაზე ეძებენ.
