აგვისტო 10 2023

მონიტორინგის სისტემა, რის აწყობასაც 5 წლის წინ დაგვპირდნენ, რა მიზნითაც დასავლეთმა ამ ნაძირალებს მილიონობით ლარი გამოუყო, ხოლო ამათი კორუფციული მადის და მხოლოდ პიარსა და პროპაგანდაზე ფოკუსირების გამო არაფერი გაკეთდა, მყისიერად აღმოაჩენდა მდინარეზე მიმდინარე პროცესებს და ხალხის ევაკუაციაც დროულად მოხდებოდა , - წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც შოვში მომხდარ სტიქიას ეხმაურება.


აგვისტო 10 2023

დეზინფორმაციით ხდება საზოგადოების დაზაფვრა, მისი განწყობა ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური იარაღი, რომელიც არ უნდა დაკარგოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და, ზოგადად, რადიკალურმა ჯგუფებმა, რა თქმა უნდა, ამას ყველანაირად ებრძვიან, ჩვენ ყოველთვის ვამხელთ დეზინფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


აგვისტო 10 2023

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ,,ზაფხულის ლიდერთა სკოლის“ მონაწილეთა შერჩევას იწყებს.


აგვისტო 10 2023

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6136 ლარი ეღირება, ევრო – 2.8642 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3245 ლარი.


აგვისტო 10 2023

როგორც იქნა, მოხდა ჩვენი აზრების თანხვედრა, - ასე გამოეხმაურა ზურაბ ჩხაიძე სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ გამოქვეყნებულ ახალ დასკვნას.


აგვისტო 09 2023

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6147 ლარი გახდა.


აგვისტო 09 2023

არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის ამბებმა“ 4 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სტიქიის ამგვარი შედეგის მიზეზი იყო ის, რომ ბოლო პერიოდში მოხდა მდ. ბუბისწყლის კალაპოტის შეცვლა, ახალმა კალაპოტმა ქვაღორღის მასა ვერ გაატარა და ის ამიტომ გადავიდა დანარჩენ ტერიტორიაზე. სინამდვილეში, ძველი კალაპოტი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში არის შეცვლილი და მას შემდეგ ის სწორედ არსებულ კალაპოტში მოედინება და რაიმე სხვა ცვლილება კალაპოტზე არ მომხდარა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


აგვისტო 09 2023

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური პაციენტებისთვის სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.


აგვისტო 09 2023

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.


აგვისტო 09 2023

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოსა და სლოვენიაში მომხდარ სტიქიებს ეხმაურება.


გვერდი 366 სულ 1376
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.