ვლადიმერ პუტინს შესაძლოა, ძალაუფლების შენარჩუნება გაუჭირდეს, თუ უკრაინაში ომი რუსეთს აიძულებს, უარი თქვას სამხედრო აგრესიაზე და დაეთანხმოს ევროპასთან სამშვიდობო შეთანხმებას, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ხვალ, 15:00 საათზე, ქუთაისში „გემო ფესტი“ სტარტს აიღებს. ორ დღიანი ფესტივალი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდა სრული ბლოკადით დაიწყო, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა. როგორც გაფიცულები აცხადებენ, მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, ხელმძღვანელობასთან უშედეგო მოლაპარაკებების გამო მიმართა.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკის, გოდერძი აფრასიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში, 14-18 წლის ახალგაზრდებისათვის, საინიციატივო ჯგუფმა პროექტი - "ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის" პირველი ეტაპი წარმატებით განახორციელა.
რუსეთი ომს წააგებს თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებას მიაღწევს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6118 ლარი ეღირება, ევრო – 2.8317 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3068 ლარი.
რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნები დანიშნა.
