რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. მუნიციპალური არჩევნები დანიშნა
რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნები დანიშნა.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, „ოთხ ახალ სუბიექტში“ ე.წ. მუნიციპალური არჩევნები 10 სექტემბერს გაიმართება. როგორც რუსეთის ცესკო-ს თავმჯდომარემ ელა პამფილოვამ განაცხადა, ცესკო-მ კონსულტაციები ჩაატარა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, ასევე უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან და მათგან მიიღო დადასტურება აღნიშნულ რეგიონებში ე.წ. არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. აღნიშნულ გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინ გადაეგზავნება.
რუსეთმა უკრაინის ოთხი ოლქის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსიის შესახებ 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება უკრაინის ტერიტორიების ანექსიას არ აღიარებს.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
