აპრილი 28 2023

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის მიხედვით, სხეულზე 40-მდე დაზიანება აღენიშნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოჯახისა და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატმა, ელისო რუხაძემ განუცხადა.


აპრილი 28 2023

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობდა ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP)ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში.


აპრილი 28 2023

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.


აპრილი 28 2023

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას ტვიტერზე ეხმაურება, რომლის თანახმად შაჰინმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ავტოკრატიისაკენ მზარდად მიდის.


აპრილი 28 2023

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლების დასამარცხებლად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია.


აპრილი 28 2023

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი მამუკა მელაძე (1978 წელს დაბადებული) გვიან ღამით გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


აპრილი 28 2023

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თითქმის ყველა ქვეყნის საბრძოლო პოტენციალი და შესაძლებლობები რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენეს. 


აპრილი 28 2023

„ის პოლიტიკოსები, „ევროპას შემოვივლით და დავარწმუნებთ, რომ ხალხი იმსახურებს და სტატუსი უნდა მოგვცეთო", ვინც ამბობს, პოლონეთში რა სასაუბროთი ჩადიხართ? მომაკვდავი სააკაშვილით შეგვიშვით ევროკავშირში, ხალხი ამას იმსახურებსო, ამას ეუბნებით?“, - მიმართავს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს.


აპრილი 28 2023

ძაღლი, რომელმაც მარტვილში, სხვადასხვა ადგილას 10-მდე ადამიანი დაკბინა, მოკვდა. ის მერიამ დაკვირვებისთვის ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა და მისი სიკვდილის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.


აპრილი 27 2023

“ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალი ვილნიუსის სამიტი შესაძლოა ისტორიული გახდეს, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება. უკრაინა ითხოვს, რომ ნატო-ს სივრცეში სწრაფი ინტეგრირების საშუალება და მანამდე უსაფრთხოების მყარი გარანტიები მიეცეს, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, დღეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი “მაპ”-ია (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა).


გვერდი 427 სულ 1376
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.