უკრაინის, რუსეთისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენლები აღმოსავლეთ უკრაინაში ქვეყნის სამთავრობო ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 437 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 767 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.98%.
25 დეკემბერს, 18:00 საათზე , კინოთეატრ „საქართველოში“ გაიმართება ალექსანდრე კობერიძის ფილმის „ რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ პრემიერა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები – ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი; მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.
ქუთაისთან მდინარე წყალწითელაში მანქანა გადავარდა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების ფონზე საზოგადოებას მოუწოდებს, სადღესასწაულო ღონისძიებები გააუქმონ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 49 347 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 282 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 263 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.65%.
