ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ის ნანგრევების ქვეშ დაახლოებით თერთმეტი საათი იმყოფებოდა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ბათუმის რეფერალური კლინიკის დირექტორის, თამარ მხატვარის ინფორმაციით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა.
დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები, -ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და შვილს მიმართავს.
რატომ არ ხდება ავარიული სახლების შემოწმება, ბედის ანაბარად როგორ შეიძლება ვცხოვრობდეთ მუდმივად, იმ საქმეში მაინც, რის გათვლა, დათვლა, გათვალისწინება და პრევენცია 100%-ით არის შესაძლებელი? - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ბათუმში მომხდარ ფაქტს.
შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
ბათუმში, მაშველებმა ჩამონგრეული კორპუსიდან კიდევ ერთი ბავშვი - ახალშობილი გამოიყვანეს. ბავშვი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.
