"უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები - ადგილზე 300-მდე მაშველი მუშაობს"
დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები, -ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ადგილზე 300-მდე მაშველი მუშაობს.
„მინდა გითხრათ, რომ ძალიან ტრაგიკული ამბავი მოხდა. ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დროულად გაწმინდონ ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, იქ 10-15 ადამიანამდეა მოყოლილი და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს სიტუაციის დარეგულირება. ადგილზე, დაახლოებით, 300 მაშველი მუშაობს, მათ ყველა საშუალება აქვთ და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. წინასწარ არ მინდა მიზეზებზე ვისაუბრო, გამოძიება მიმდინარეობს და დაადგენს ყველაფერს.
არსებობს ბევრი ვერსია და ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. მე მოვისმინე შს მინისტრისგან ვერსიები, ამის თაობაზე მან განაცხადა საჯაროდ, თუმცა, წინასწარ არ მინდა დასკვნის გაკეთება. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.
სიახლეები
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს