ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა
ბათუმის რეფერალური კლინიკის დირექტორის, თამარ მხატვარის ინფორმაციით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის ისევ მიმდინარეობს სამედიცინო კვლევა.
„ახალგაზრდა ქალი შემოყვანილია 20:30 წუთზე. მანქანაშივე დაფიქსირდა მისი მდგომარეობის დამძიმება. ორმხრივი მიდრიაზი, სისხლდენა, შემოყვანისას გულის გაჩერება... გულის მუშაობა აღდგა, მიმდინარეობს რეანიმაციული აქტივობა. ვმუშაობთ და ვიკვლევთ. მოტეხილობები აქვს, ორივე ქვედა კიდურის, სავარაუდოდ, მენჯის ძვლების. ჩატარდა კვლევა და პასუხებს მოგვიანებით მოგაწვდით“, - განაცხადა თამარ მხატვარმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები კვლავ აგრძელებენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
