ნოემბერი 30 2020

“გასული კვირის განმავლობაში დასავლელი ექსპერტებისგან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თაობაზე რამდენიმე განცხადება გაკეთდა, მათ შორის, ერთ შესაძლო ვარიანტსაც განიხილავენ, რომლის მიხედვითაც საქართველოს შესაძლოა ნატოს ასოცირებული წევრობა შესთავაზონ, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა, იმის გამო, რომ ამის პრეცედენტი არ ყოფილა ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.


ნოემბერი 30 2020

“ვაქცინებზე ცდების ბოლო ეტაპის მიმდინარეობის პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პლანეტის მოსახლეობის ის რაოდენობა დაასახელა, რომელთა აცრის შემთხვევაში პანდემია უკან დაიხევს, ეს ციფრი 60-70%-ია - რა პერიოდში შეიძლება მოხერხდეს ამ ადამიანების ვაქცინაცია და რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ვაქცინის გავრცელების პროცესში.


ნოემბერი 30 2020

“ჩემი აზრით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ მთავრობამ აღარ, უფრო სწორად, ვეღარ შეძლო ეპიდემიოლოგების მოსმენა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება.


ნოემბერი 30 2020

ტესტირების შედეგად საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


ნოემბერი 30 2020

ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრ აცხადებენ, პაციენტის ცხედარი კლინიკასთან ახლოს ტყეში სამართალდამცველებმა იპოვეს.


ნოემბერი 30 2020

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის განცხადებით, სხდომაზე რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარუდგენიათ, რაც გადასინჯვის საფუძველი გახდებოდა. ამასტან, მისი თქმით, არსებობს მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე.


ნოემბერი 30 2020

ტყუილად ნუ ექნება იმედი ხელისუფლებას, რომ რეგულაციებით შეზღუდავს აქციებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან კორონავირუსის პანდემიის ფონზე ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა.


ნოემბერი 30 2020

პიკში ვართ ახლა, ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.


ნოემბერი 30 2020

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მწარმოებელთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში, საქართველოში „რემდესივირი“ ხელმისაწვდომი იქნება.


ნოემბერი 30 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში, დილის მონაცემებით, დაახლოებით 350 თავისუფალი საწოლი და რამდენიმე ასეული სასუნთქი აპარატია.


გვერდი 990 სულ 1361
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.