May 10, 2024

მაისი 28 2020

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 086 ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 25 598-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.


მაისი 27 2020

ჩვენ ვერავის მოვუწოდებთ საგანგებო მდგომარეობისას გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას. ეს ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში ამ ინსტრუმენტების პრევენციის შემაკავებელი ძალა უბრალოდ, არ იმუშავებს , - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატის კითხვას, ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით.


მაისი 27 2020

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად


მაისი 27 2020

ეს ის შემთხვევაა, როდესაც კინკლაობას, ურთიერთგადაბრალებას, გაურკვეველ ჭიდაობას არანაირი აზრი არ ექნება, როდესაც გარკვეული დროის შემდეგ ადამიანები შეაფასებენ, რა გააკეთა საქართველომ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში კოვიდ19-ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


მაისი 27 2020

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადს მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.


მაისი 27 2020

დღეს არავინ იცის, ხვალ მსოფლიო როგორი იქნება როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით და ჩვენთვისაც ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

პრემიერის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს.

 

„ამ გლობალური პანდემიის ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ მსოფლიოში არ არსებობს არათუ რაიმე გაანალიზებული, დასაბუთებული მკურნალობის სტრატეგია, არ არსებობს ვაქცინა, არ არსებობს ზუსტ ანალიზზე დაფუძნებული პროგნოზებიც. დღეს არავინ არ იცის, ხვალ სამყარო და მსოფლიო როგორი იქნება როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით და ჩვენთვისაც ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა. ჩვენი ძირითადი ამოცანა, როდესაც კრიზისის პირისპირ მოგვიწია ასეთი გაურკვევლობის ძალიან მაღალ დონეში გარკვეული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, გარკვეულ მომენტში გახდა აუცილებლობა, რომ გადაგვედგა ისეთ ნაბიჯები, რომლებიც ამ კრიზისს ჩვენი ქვეყნისთვის აქცევდა პირველ რიგში შესაძლებლობად. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს“, - განაცხადა გახარიამ.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დღეს მიიღო.

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამ ეტაპზე, ეპიდემიიდან გამოსვლის ეტაპზე, მივიღეთ დღეს და ამის შემდეგი არგუმენტები არსებობდა. ეს გახლავთ ის, რომ ჩვენ დღეს ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი „ქეისები“ ძირითადად ფიქსირდება მთავრობის მიერ კონტროლირებადი მიმართულებებიდან. ეს გახლავთ საკარანტინო ზონები, უკვე ცნობილი კლასტერები და შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიის გავრცელება და მისი სისწრაფე სრულად ექვემდებრება კონტროლს. სწორედ ამიტომ, დღეს მთავრობამ ჩენი მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება შემსუბუქების შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად და ამ ნაბიჯების გადადგმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ის, რომ 29 მაისიდან ქვეყანაში ამოქმედდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც. გარდა ამისა, ორშაბათიდან, 1-ლი ივნისიდან სრულად ამოქმედდება ყველა სახის სავაჭო ობიექტები, მათ შორის მოლები და ღია სახის რესტორნები. გარდა ამისა, ზუსტად ერთი კვირის თავზე, 8 ივნისს სრულად ამოქმედდება ყველა სახის რესტორნები და ასევე ის სასტუმრობეი, რომლებიც მიიღებენ შესაბამის დასტურს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებებიდან“, - განაცხადა იორგი გახარიამ.


მაისი 27 2020

8 ივნისიდან, აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ამასთანავე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გაიხსნება ასევე სასტუმროები და საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც.


მაისი 27 2020

პირველი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პირველი ივნისიდან გაიხსენება ასევე ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები.


მაისი 27 2020

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და ამას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.


მაისი 26 2020

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ - მინისტრს, გიორგი გახარიასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.


გვერდი 988 სულ 1243
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.